weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პოლიტიკა

„ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო წინასწარი მონაცემებით, უპირობოდ მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ამ ისტორიულ არჩევნებში იმარჯვებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა…

„მეორე ტურის ალბათობა ძალიან დაბალია, მაგრამ ალბათობა არის. თუ მეორე ტური იქნება, არავითარი კითხვის ნიშანი არ არის - 100%-ით გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელვაჩაურში ხდება პირების მობილიზება იმისთვის, რომ გარკვეული დაძაბულობა იქნას შეტანილი საარჩევნო პროცესში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) N67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. გვარამია ოპოზიციას და სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდებს, განსაკუთრებით ყურადღებით 5-დან 8 საათამდე იყვნენ, რადგან ხელისუფლება შედეგების გაყალბებას სწორედ ამ…

მარნეულში, სოფელ იმირის 59-ე საარჩევნო უბანში მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გამო, პოლიციამ „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დააკავა.

„არა ჰესებს“, „ნუ მომკლავ“ – საარჩევნო ბიულეტენებზე ამ წარწერების დატოვებით აპროტესტებს პანკისში არჩევნებზე მისული მოქალაქეების ნაწილი ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოუძიებლობას.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 12:00 საათის მდგომარეობით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 15.95% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა 558 755 ამომრჩეველმა მიიღო.

„მე ველოდები გამარჯვებას. ეს იქნება პირველ ტურში, თუ მეორე ტურში ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. დამარცხება არ იქნება“, - განაცხადა ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]