weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პოლიტიკა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ უკრაინასთან დაკავშირებით ახალ რეზოლუციაზე მუშაობს. 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მიმართვას დააკმაყოფილებს და უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომას მოიწვევს. ჯერ უცნობია, როდის ჩაინიშნება აღნიშნული სხდომა. 

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა პრეზიდენტს მიმართა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს. გარდა ამისა, ოპოზიციონერები პრემიერ-მინისტრსაც მიმართავენ და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას ითხოვენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მიიღოს ყველა ზომა ვითარების დეესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დაახლოებით ექვსი საათის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ Twitter-ში განცხადება გამოაქვეყნა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ. ის, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას უცხადებს უკრაინელებს და სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ რთულ დროს საქართველო უკრაინის გვერდით დგას.

ქართველებმა, უკრაინელების მსგავსად, ევროატლანტიკური ინტერგრაციის გზა აირჩიეს. ახლა, როგორც არასდროს შეერთებული შტატები დადგება საქართველოს ხალხის გვერდით, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი კაჭარავა აირჩიეს. მას მხარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტიის „გახარია - საქართველოსთვის“ 17-მა წევრმა დაუჭირა. სხდომას არ დაესწრო „ქართული ოცნება“, რომელიც მიიჩნევს, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებები არალეგიტიმურია. 

სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსმა, ვეფხვია რუსიამ განაცხადა, რომ პოტესტის ნიშნად თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, საკრებულოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, აპარატზე იყო და გრძელდება ზეწოლა, რის გამოც გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]