საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ შუალედურ არჩევნებზე, რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში, საკუთარ კანდიდატს არ დააყენებს და მხარს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში მდინარე ენგურზე „სასაზღვრო რეჟიმის“ დარღვევისთვის 5 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრეს.
„ნატო არის ის ერთადერთი გზა, რითიც შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში განაცხადა.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი სოფელ ორჭოსანთან დამონტაჟებულ ე.წ. საზღვირს აღმნიშვნელ ბანერზე უკრაინის მხარდამჭერი წარწერის გაკეთებას ვანდალიზმად და პროვოკაციად აფასებს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე, სადაც რუსეთის ფედერაცია ნახსენები არაა. როგორც კობახიძე ამბობს, დოკუმენტში აქცენტი მთავარ ამოცანაზე – ომის არ დაშვებაზე გააკეთეს.
პარლამენტარმა ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე, რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში, მის პარტიას სავარაუდოდ საკუთარი კანდიდატი ეყოლება.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ფიქრობს, რომ ბადრი ჯაფარიძე რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში 2 აპრილს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს და შესაბამისად, ამ გზით პარლამენტში ვერ დაბრუნდება.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ხუთშაბათს, 17 თებერვალს, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც დღეს დეპუტატის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტეს, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.
საქართველოს პარლამენტმა სამ ოპოზიციონერ დეპუტატს – შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11