საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პარტიამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრი შექმნა და ცხელი ხაზი აამოქმედა. როგორც პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მისი თანაგუნდელები ბანკისგან დაჩაგრული პენსიონერების უფლებებს დაიცავენ.
ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომა თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით, გაიმართა. სხდომაში საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები მონაწილეობდნენ.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, უკმაყოფილოა იმით, რომ ლელო პოლიტიკურ პარტიას უკავშირდება.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსთავის ციხეში იხდის სასჯელს, დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ტელეკომპანიების – „მთავარისა“ და „ფორმულას“ და ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტარ ლევან ხაბეიშვილის წინააღდეგ სასამართლოში იჩივლა.
არასამთავრობო ორგანიზაციები – „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) და „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) მიიჩნევენ, რომ პარლამენტის სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის – ბადრი ჯაფარიძისთვის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტით, „ქართული…
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შევა. როგორც მან განაცხადა, პარტიამ ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო, რადგან ბოიკოტმა შედეგი ვერ გამოიღო და კოლეგა ოპოზიციონერები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისი თანაპარტიელები არ აპირებენ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ შეთავაზების მიღებას და სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის დასახელებას.
პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მოქმედი ხელისუფლებისთვის ტოტალური მოსმენები ისევეა პოლიტიკური საქმიანობის წესი, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს იყო.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ მხარდამჭერი კესარია წულაია ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. დისკრიმინაციული მოპყრობა სახალხო დამცველმა დაადგინა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11