საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია, საჭიროების შემთხვევაში, მზად არის, საქართველოში 100 უკრაინელ ბავშვს უმასპინძლოს. ხაზარაძის თქმით, ეს იქნება „ლელოს“ მოკრძალებული წვლილი უკრაინელი ძმების მხარდასაჭერად.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპასა და მსოფლიოს მოუწოდა, არ გაიმეოროს 2008 წელს საქართველოსთან მიმართებაში დაშვებული ტრაგიკული შეცდომები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიოანობას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა და გამოთქვა იმედი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მკაცრ რეაგირება ექნება აღმოსავლეთ ევროპაში სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობაზე.
საქართველოში არსებულმა პრორუსულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და სხვადასხვა ორგანიზაციებმა, მათ შორის, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ და „ქართულმა მარშმა“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ხელახლა აპირებს შიმშილობას, იმის მიუხედავად, რომ საკუთარი ჰოლანდიელი ექიმისგან აქვს გაფრთხილება, რომ ეს „კატეგორიულად გამორიცხულია“.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან ობოლი ბავშვების მიღების სურვილი გამოთქვა. ბიბილოვმა ამის შესახებ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერს, დენის პუშილინს სატელეფონო საუბრის დროს უთხრა.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სიტყვებით „Слава Україні!“ („დიდება უკრაინას“) უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, მსოფლიომ 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს დაშვებული შეცდომა არ უნდა გაიმეოროს.
ბათუმში, ოპოზიციის ექვსი წარმომადგენელი პოლიციამ სასტუმრო „ჰილტონიდან“ იძულებით გამოიყვანა, შემდეგ კი ადმინისტრაციული წესით დააკავა. ისინი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას და საკრებულოს არჩეული დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალიების საქმეზე კითხვის…
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, საინიციატივო ჯგუფმა ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ლიდერი ედუარდ კოკოითი წარადგინა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობის დეტალების შესახებ ინფორმაცია აქვს, რომელსაც საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11