weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ფინალისტი გუნდი გამოვლინდა. საფრანგეთი-ბელგიის ნახევარფინალური შეხვედრა დიდიე დეშანის გუნდმა მინიმალური სხვაობით მოიგო და ფინალში გავიდა, დამარცხებული ბელგია კი მე-3 ადგილისა და ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად იბრძოლებს.

კიკბოქსინგის საერთაშორისო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ნაირი მელიქიანმა პროფესიონალურ რინგზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. 8 ივლისს, სომხეთში გამართულ ფინალურ ორთაბრძოლაში ახალქალაქელმა სპორტსმენმა ირანელი მეტოქე 10 წამში დაამარცხა.

იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე სუპერტურნირზე ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ლევან გორგაძემ მესამე საასპარეზო დღეს მესამე გამარჯვება იზეიმა.

ბრაზილიის ნაკრების 29 წლის ნახევარმცველი პაულინიო კარიერას კვლავ ჩინურ „გუანჯოუ ევერგრანდში“ გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ჩინურმა კლუბმა ბრაზილიელი შუახაზელი „ბარსელონადან“ იჯარის წესით აიყვანა.

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე გახდა, რომელმაც პოსტზე დროებით მყოფი ფერნანდო იერო შეცვალა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასა და კატალონიელ სპეციალისტს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

ნაგოია ბაშოს მეორე დღეს მეორე გამარჯვება მოიპოვა ქართველმა პროფესიონალმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა მოჭიდავემ მეტოქე ჩიონოკუნი დამაჯერებლად დაამარცხა.

სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა ბრიტანეთის გრან-პრი, რომლის რბოლაც საინტერესო და დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. ამ მოგებით „ფერარის“ გერმანელმა პილოტმა თავის მთავარ მეტოქე ლუის ჰამილტონს სილვერსტოუნზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაში შეუშალა ხელი და…

„გოლდენ სტეიტ ვორიორზში“ გატარებული ორი სეზონის შემდეგ, რა დროსაც ორჯერ ზედიზედ შეძლო NBA-ის ჩემპიონობა, ზაზა ფაჩულია დეტროიტის „პისტონზში“ გადავა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი დომაგოი ვიდა შესაძლოა დაისაჯოს. ამის მიზეზი მის მიერ წარმოთქმული პოლიტიკური ფრაზაა, რომელიც ფეხბურთელმა რუსეთის ნაკრებთან მეოთხედფინალში გამარჯვების შემდეგ წარმოთქვა.

ზაფხულის სუპერტურნირი ნაგოია ბაშო ოძეკის ტიტულის მქონე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მოგებით დაიწყო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]