weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სპორტი

ინგლისის ნაკრები აგრძელებს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას. გარეთ საუთგეიტის გაწვრთნილმა გუნდმა მეოთხედფინალურ მატჩში შვედეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა და მუნდიალის ნახევარფინალში გავიდა, სადაც უკანასკნელად 28 წლის წინ, 1990 წელს ითამაშა.

ლეგენდად ქცეული ვეტერანი იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი „პარი სენ-ჟერმენში“ გადაბარგდა. 40 წლის გოლკიპერმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 1+1 სქემით გააფორმა.

მსოფლიო ჩემპიონატს კიდევ ერთი ფავორიტი გუნდი, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები გამოეთიშა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებს კარგად ორგანიზებულმა ბელგიამ სძლია და 1986 წლის შემდეგ პირველად მოხვდა მუნდიალის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის.

საფრანგეთი-ურუგვაის მეოთხედფინალური შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით დასრულდა და საუკეთესო ოთხეულს შორის დიდიე დეშანის გუნდი მოხვდა.

იტალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინიმ მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ ისუაბრა და აღნიშნა, რომ იტალიას შეეძლო მუნდიალზე ყოფილიყო. მანჩინის განცხადებით, მსოფლიოს ჩემპიონატზე „სკუადრა აძურაზე“ ძლიერი მხოლოდ ერთი გუნდი დაინახა და…

UEFA-ს ახალი რეგულაციის მიხედვით, ევროტურნირებზე მწვრთნელებს შანსი ექნებათ, მეოთხე ცვლილება დამატებით დროში განახორციელონ მას შემდეგ, რაც სამივე ფეხბურთელის ცვლილება გამოყენებული ექნებათ.

ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამი ლეგენდარული ჩემპიონი პილოტის, ხუან მანუელ ფანხიოს, მაიკლ ჰოუთორნისა და აირტოს სენას სარბოლო ჩაფხუტები ბონემის სააუქციონო სახლმა სავაჭროდ გამოიტანა.

ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა ნეიმარმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საინტერესო და უცნაური რეკორდი დაამყარა. 26 წლის ვარსკვლავს აქამდე 4 მატჩი ანუ 360 წუთი აქვს ნათამაშები და აქედან 14 წუთი მინდორზე წაქცეულმა გაატარა.

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები წარმატებით ასპარეზობენ ბალავაძისა და კარტოზიას სახელობის გრან-პრიზე, რომელსაც თბილისი მასპინძლობს.

ფოთის საფეხბურთო გუნდ „კოლხეთი 1913-ის“ ხუთ ფეხბურთელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა დისკვალიფიკაცია მისცა. ამის მიზეზი მოთამაშეების მხრიდან მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირებაა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]