weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

სპორტი

ქართული საკალათბურთო კლუბი „ჰიუნდაი“ ბალტიის ლიგის გამარჯვებულია. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა ტურნირის პლეი-ოფის ყველა მატჩი მოიგო, ფინალურ მატჩში ლიტვურ „მაჟეიკიაის” სძლია (49:45) და ჩემპიონი…

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების გამარჯვებული მიუნხენის „ბაიერნი“ გახდა. „რეკორდმაისტერმა“ 29-ე ტურში სტუმრად „აუგსბურგი“ 4:1 დაამარცხა და 5 ტურით ადრე გაინაღდა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.

კანადაში ყინულის ჰოკეის ახალგაზრდული გუნდის ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც 14 სპორტსმენი დაიღუპა. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, დაღუპულები 16-დან 21 წლამდე ახალგაზრდები არიან. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ავტობუსის მძღოლიც.

თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაწყებულ გრან-პრიზე ჩინებული სტარტი აიღო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, რომელიც ტურნირზე გადახალისებული შემადგენლობითაა წარდგენილი.

ნიუ იორკის პოლიციის ინფორმაციით, Barclays Center-ში შეჭრისა და UFC 223-ის ავტობუსზე თავდასხმის გამო ცნობილი ირლანდიელი სპორტსმენი, შერეული ორთაბრძოლების ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი დაკავებულია.

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე, ევროპა ლიგაზეც გაიმართა. ოთხივე შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

პოლონეთის თასის ნახევარფინალში ქართული დაპირისპირება შედგა. ნიკა კაჭარავას გუნდმა კელცეს „კორონამ” საკუთარ მოედანზე ლუკა ზარანდიას „არკა“ 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი ხსენებულმა ქართველმა ფეხბურთელებმა გაიტანეს.

2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენილი ორი მეოთხედფინალური მატჩი მასპინძელმა გუნდებმა სამბურთიანი სხვაობებით მოიგეს. პრინციპულ შეხვედრაში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე პეპ გვარდიოლას ქებული „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა, „ბარსელონამ“ კი „რომას“ აუღელვებლად სძლია.

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ეროვნული ლიგა 2-ის მე-5 ტურის მატჩში, ქუთაისში ქობულეთის „შუქურა“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა და სატურნირო ცხრილშიც მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.

რამდენიმე კვირიანი შესვენების შემდეგ ჩემპიონთა ლიგა პირველი მეოთხედფინალური მატჩებით განახლდა. ცენტრალური შეხვედრა ტურინში შედგა, სადაც ერთმანეთს გასული წლის ფინალისტები, „იუვენტუსი“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდნენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]