საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შანხაიში გამართული ჩინეთის დიდი პრიზის რბოლა „რედ ბულის“ პილოტ დანიელ რიკარდოს ტრიუმფით დასრულდა. ავსტრალიელმა მრბოლმა გამარჯვება ბრძოლით, რამდენიმე შესანიშნავი გასწრების წყალობით მოიპოვა.
2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პლეი-ოფის ეტაპზე მორიგი კენჭისყრა გაიმართა და ოთხ მონაწილე გუნდს შორის ნახევარფინალური წყვილები გახდა ცნობილი.
მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი შესაძლოა UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯოს. ესპანელი ცენტრალური მცველი „იუვენტუსთან“ მატჩის მეორე ტაიმში სტადიონის გვირაბთან ყოფნის გამო დაისჯება, რადგან დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელს UEFA-ს წესდების მიხედვით…
ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩები ევროპა ლიგაზეც გაიმართა. რანგით მეორე ევროპულ საკლუბო ტურნირზე თასისთვის ბრძოლას ლონდონის „არსენალი“, მადრიდის „ატლეტიკო“, მარსელის „ოლიმპიკი“ და „ზალცბურგი“ აგრძელებენ.
2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა და კიდევ ორი ნახევარფინალისტი გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი. უაღრესად საინტერესო შეხვედრაში, რომელიც მადრიდში შედგა, „იუვენტუსმა“ მასპინძელი „რეალი“ დაამარცხა, თუმცა „სამეფო კლუბმა“…
საფეხბურთო კლუბმა გურჯაანის „ალაზანმა“ ეროვნული ჩემპიონატის რანგით ყველაზე დაბალ ე.წ. ღია ლიგაში წლევანდელი გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო. „ალაზანმა“ მე-5 რანგის ლიგაში პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე გამართა და ახალქალაქის „აბული“ 3:0 დაამარცხა.
ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო საფეხბურთო ტურნირზე ორი განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა და ის ორი გუნდი გაირკვა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში მოხვდნენ. „რომამ“ სენსაცია მოახდინა და ფავორიტად მიჩნეული „ბარსელონა“ სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა,…
დონეცკის „შახტარის“ ქართველმა ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი უკრაინის ჩემპიონატში „ვერესთან“ მოგებულ (2:0) შეხვედრაში გაიტანა. უკრაინულმა მედიამ საქართველოს ნაკრების წევრი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა.
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში 6-9 აპრილს გამართულ FIDE-ს საერთაშორისო კონგრესზე ბათუმელ მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილს მამაკაცთა საერთაშორისო დიდოსტატის (GM) წოდება ოფიციალურად მიენიჭა.
თორნიკე შენგელია და მისი საკალათბურთო კლუბი „სასკი ბასკონია” ესპანეთის ჩემპიონატშიც წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებენ. ევროლიგის პლეი-ოფში გასვლის შემდეგ, ბასკურმა გუნდმა შიდა ჩემპიონატშიც იმარჯვა და ცხრილში მეორე ადგილი შეინარჩუნა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11