weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სპორტი

„ქომუნითი შილდად“ წოდებული ინგლისის სუპერ თასი, რომელშიც ერთმანეთს ინგლისის ჩემპიონი და ინგლისის ასოციაციის თასის გამარჯვებული გუნდები შეხვდნენ, ლონდონის „არსენალმა“ მოიგო. ლეგენდარულ „უემბლიზე“ ლონდონურ დერბიში არსენ ვენგერის გუნდმა „ჩელსი“ პენალტების სერიაში…

სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში საერთაშორისო სტანდარტების ავტოდრომი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართული საერთაშორისო ტურნირი მოიგო, რომლის საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი იყო.

2017 წლის გერმანიის სუპერ თასის მატჩში მიუნხენის „ბაიერნმა“ დორტმუნდის „ბორუსია“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ტიტული მეექვსედ მოიპოვა, რაც რეკორდია, რადგან აქამდე 5-5 სუპერ თასი სწორედ „ბაიერნსა“ და „ბორუსიას“ ჰქონდათ.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ლიტვის საერთაშორისო ტურნირი მოიგო. ილიას ზუროსის გუნდმა ფინალში მასპინძლები 81:70 დაამარცხეს.

ბორჯომში ჯომარდობაში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე UEFA-ს შტაბბინაში 2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი-ოფის კენჭისყრა გაიმართა. წყვილში გამარჯვებული გუნდები პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდებიან, ხოლო წაგებულები ავტომატურად გავლენ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

ნეიმარის ხანგრძლივი სატრანსფერო საგა დასრულდა. „პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი უკვე პარიზული კლუბის წევრია.

უკრაინელმა პროფესიონალმა მოკრივემ, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ვლადიმირ კლიჩკომ კარიერა დაასრულა. 41 წლის სპორტსმენმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ქომაგებს მადლობას უხდის და იმედს გამოთქვამს, რომ ცხოვრების ახალი ეტაპი ისეთივე…

72 წლის რუმინელი სპეციალისტი მირჩა ლუჩესკუ თურქეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახდა. ლუჩესკუმ, რომელიც 2+1 სისტემის კონტრაქტს მოაწერს ხელს, აღნიშნულ პოსტზე სკანდალურად წასული ფათიჰ თერიმი შეცვალა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]