საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სირიის დედაქალაქ დამასკოს მახლობლად, აღმოსავლეთ ღუტას რეგიონში საჰაერო და სარაკეტო თავდასხმები გრძელდება მას შემდეგ, რაც რუსეთის შუამდგომლობით უნდა ამოქმედებულიყო ცეცხლის შეწყვეტის ხუთსაათიანი პერიოდი.
აშშ-ში, ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს წინ რუსი პოლიტიკოსის, 2015 წელს მოკლული ბორის ნემცოვის სახელობის მოედანი გაიხსნა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიება 27 თებერვალს გაიმართა და მას ბორის ნემცოვის ქვრივი…
გერმანიის დიდ ქალაქებს - შტუტგარტსა და დიუსელდორფს, შეეძლებათ თავიანთ ტერიტორიაზე დიზელზე მომუშავე ავტომანქანების გადაადგილება აკრძალონ. BBC-ის ინფორმაციით, ამის თაობაზე დადგენილება გერმანიის ადმინისტრაციულ საქმეთა ფედერალურმა სასამართლომ მიიღო.
სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში, საცხოვრებელ სახლებში გაჩენილი ხანძრების შედეგად. ქალაქ ჩუსოვოიში ღამით ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა. ხანძარი ბინაში, სავარაუდოდ გათბობის მიზნით ჩართულ მდგომარეობაში…
რომში არსებულმა დიდთოვლობამ, რაც იტალიის დედაქალაქისთვის საკმაოდ იშვიათია, ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდა, დაიხურა სკოლები და მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები.
პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.
25 თებერვალს ინგლისის ქალაქ ლესტერში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და ამდენივე დაშავდა. ხანძარი სამსართულიან შენობაში მომხდარ აფეთქებას მოჰყვა.
ერაყის სასამართლომ 15 თურქ ქალს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა მას შემდეგ, რაც ისინი დამნაშავეებად სცნო ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებაში. კიდევ ერთ ქალს კი იგივე ბრალდებისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
იერუსალიმში ქრისტეს აღდგომის წმინდა ტაძარი 100 წლის განმავლობაში მომლოცველებისთვის პირველად დაკეტეს. ამით ტაძრის ხელმძღვანელებმა საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები გააპროტესტეს, რომელიც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, ეკლესიას მიწები ჩამოართვას.
მექსიკის ავტონომიური ეროვნული უნივერსიტეტის მახლობლად ატეხილი სროლის დროს ორი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის გენერალური პროკურატურის განცხადებით, გარდაცვლილები 20 და 29 წლისები არიან.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11