საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო დროს ქვეყნის მასშტაბით გახშირებულ იარაღით მომხდარ ძალადობრივ ფაქტებში მთავარ პრობლემას არა იარაღის ტარება, არამედ ძალადობრივი ფილმები და პოპულარული ვიდეოთამაშები წარმოადგენს.
26 წლის ამერიკელი ბაპტისტი მოძღვარი მაიკლ მარში ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ ტეილორსვილში ნადირობისას თავისივე 31 წლის მეგობარმა რონალდ მეთიუ დანმა შემთხვევით მოკლა.
ბილბაოს „ათლეტიკსა“ და მოსკოვის „სპარტაკს” შორის გამართული ევროპა ლიგის მატჩი ტრაგედიის მიზეზი გახდა. შეხვედრის დაწყებამდე ორივე გუნდი ქომაგებს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც ადგილობრივი პოლიციელი დაიღუპა.
ფლორიდის ქალაქ პარკლენდის სკოლაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა იდეას, რომლის მიხედვითაც, მასწავლებლებს და სხვა თანამშრომლებს სკოლაში იარაღის ტარების უფლება უნდა ჰქონდეთ.
სამხრეთ პერუს მაღალმთიან რეგიონში ავტობუსის ავარიას 44 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თვითმხილველთა თქმით, ავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და ტრანსპორტი გზიდან ხევში, 100 მეტრის ქვემოთ ჩავარდა.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლის 13 თებერვლამდე აუკრძალა.
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე პირველად თავისი 66-წლიანი მმართველობის განმავლობაში ლონდონის მოდის კვირეულს დაესწრო. ყველასგან მოულოდნელად 91 წლის დედოფალი ახალგაზრდა ბრიტანელი დიზაინერის, რიჩარდ ქუინის ჩვენებაზე მივიდა.
კორპორაცია Sumitomo Forestry 2041 წლისთვის 350 მეტრი სიმაღლის 70-სართულიანი ხის შენობის აშენებას გეგმავს, რაც „სუმიტომოს“ კონგლომერატის დაარსების 350 წლის იუბილეს მიეძღვნება.
ირანის პოლიციის ინფორმაციით, დედაქალაქ თეირანში უსაფრთხოების ძალების 5 წევრი დაიღუპა მუსლიმი სუფიების საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის 19 თებერვალს მომხდარი შეტაკებებისას. ინციდენტისას სამასზე მეტი პირი დააკავეს.
სირიაში, აღმოსავლეთ ღუტას რაიონში სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული ახალი ავიაიერიშების შედეგად სულ მცირე 98 ადამიანი დაიღუპა. „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 20 ბავშვი და 14 ქალია. ჰუმანიტარული ორგანიზაციის,…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11