weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მსოფლიო

ყაზახეთის ქალაქ ალმატიში მოკლეს 25 წლის დენის ტენი, რომელიც ფიგურულ სრიალში 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია. დანით მიყენებული ჭრილობებით ის საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.

თურქეთში გაუქმდა 2016 წლის 20 ივლისს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.

ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის ევროკომისიამ კორპორაცია „გუგლი“ 5 მილიარდამდე ევროთი დააჯარიმა. ევროკომისიაში დაასკვნეს, რომ კორპორაცია უკანონო მეთოდებს იყენებდა, როდესაც აიძულებდა ე.წ. ანდროიდის საოპერაციო სისტემით მომუშავე სმარტფონების მწარმოებლებს, დაეყენებინათ ისეთი სერვისები…

ტაილანდელმა ბავშვებმა, რომლებმაც გამოქვაბულში ორ კვირაზე მეტი გაატარეს, თავს გადახდენილ ამბავზე ჟურნალისტებთან პირველად ისაუბრეს. ბავშვები და მათი 25 წლის მწვრთნელი საავადმყოფოდან 17 ივლისს გაწერეს, რის შემდეგაც ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა. 

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის, ჰარვარდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტების მკვლევრებმა ხმოვანი ტალღების გამოყენებით დედამიწის სიღრმეში დიდი ოდენობით ალმასი აღმოაჩინეს. მათი შეფასებით, ძვირფასი მინერალის ოდენობა კვადრილიონ (1015) ტონას აღემატება.

კალიფორნიის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა და მსახიობმა არნოლდ შვარცენეგერმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰელსინკიში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. შვარცენეგერის შეფასებით, პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე…

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას უკიდურესად უარყოფითი რეაქცია ექნება უკრაინის და საქართველოს ნატო-ში შესვლაზე.

ვაშინგტონში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, 29 წლის მარია ბუტინა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობაშია ეჭვმიტანილი. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სულ მცირე 2015 წლიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით ბუტინა ლობირებდა რუსეთის ხელისუფლების…

რუსული ფემინისტური პანკ-ჯგუფის Pussy Riot-ის აქტივისტს, ვერონიკა ნიკულშინას, რომელიც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დროს პოლიციელის ფორმაში გამოწყობილი ლუჟნიკების სტადიონზე შეიჭრა, 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გარდა ამისა, მოსკოვის სასამრთლომ მას…

ევროკავშირმა რუსეთიდან ფრინველის ხორცისა და ხორცპროდუქტების შეტანაზე დროებითი შეზღუდვა დააწესა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, შეზღუდვა რუსეთის მთელ რიგ ოლქებში ფრინველის მაღალპათოგენური გრიპის ვირუსის კერების გაჩენას უკავშირდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]