საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შვედეთში, გეტებორგში სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე საქართველოს შესახებ გადაღებულმა ვიდეორგოლმა ნომინაციაში „სათავგადასავლო ტურიზმი“ პირველი ადგილი მოიპოვა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის (ღვთისმშობელი დედა მარიამის) დარბაზული ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
გამოცემა WWD-ის ინფორმაციით, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements-ის კრეატიული დირექტორის პოსტიდან მიდის. აღნიშნული ბრენდი მან ძმასთან, გურამ გვასალიასთან ერთად, 2014 წელს დააფუძნა.
ცნობილი ქართველი პიანისტის, ელისო ვირსალაძის მიერ დაარსებული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 21 სექტემბერს გაიხსნება და 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი 7 სექტემბერს შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ საზეიმოდ გაიხსნება, 8 - 9 სექტემბერს კი რაჭაში, ამბროლაურსა და ონში გადაინაცვლებს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ალაზნის ველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მუშაობა დაასრულა. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად დაახლოებით ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები გამოვლინდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების შეფასებით, ტიმოთესუბნის მამათა მონასტერში ხის კარადის განთავსების შედეგად არქიტექტურული ნაწილები არ დაზიანებულა. შესაბამისად, როგორც სააგენტო აცხადებს, შესაძლო კანონდარღვევა სრულად გამოირიცხა.
სათაფლიის აღკვეთილში იურული პარკი სრულად განახლდა და დინოზავრების ახალი, თანამედროვე ინტერაქციული მულიაჟები დამონატჟდა. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაავრცელა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 551 710 ლარია, სატენდერო წინადადებების წარდგენა 26 აგვისტოს დაიწყება და ოთხ…
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგრეშში ძველი წელთაღრიცხვის VIII-VI საუკუნეებით დათარიღებული ნამოსახლარი აღმოაჩინეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია, სახურავი, იატაკი და ორნამენტირებული კერამიკა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11