საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ქართველ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილთან, რომელიც ცოტა ხნის წინ თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელად დაინიშნა, კონტრაქტი შეაჩერა. როგორც თეატრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაქტის შეჩერების მიზეზი გახდა…
ქართველი პრიმა-ბალერინა, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტი და ჟურნალ „სითის“ რედაქტორი ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში განათლებისა და კულტურის მინისტრად დანიშნეს. როგორც ხოფერია აცხადებს, ამ თანამდებობაზე მუშაობა მას მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ შესთავაზა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მეფე ერეკლე II-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების რეალიზაცია დაიწყო. მონეტები ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წელთან დაკავშირებით მოიჭრა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, ხევსურეთში, არხოტის ხეობაში სოფელ ამღის რესტავრაცია 2021 წელს დაიწყება.
ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ (ICOMOS) გამოაქვეყნა კრებული „მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ“, რომელშიც 23 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, წარდგენილი ანგარიშებია შესული. საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლებს/ადგილებს შორის დასახელებულია ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა,…
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „სულგუნის ტრადიცია საქართველოში“ – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრობაციის ბიუროს მოთხოვნა მუსიკოს მიხეილ თოდუას (მიხაილოს) მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე არ დააკმაყოფილა.
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის - გელათის მონასტრის კონსერვაციული მდგომარეობა ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) ეროვნულმა კომიტეტმა შეისწავლა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში მდებარე საქართველოში პირველი პროფესიული კოლეჯის ისტორიულ შენობას, რომელიც XIX საუკუნის 60-იანი წლებში აშენდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11