weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კულტურა

ბარსელონაში, ლისეოს დიდი საოპერო თეატრი, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული სამთვიანი კარანტინის შემდეგ, 22 ივნისს გაიხსნა და პირევლი კონცერტი 2292 მცენარისთვის გამართა.

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის ტაძარში ერთი წლის წინ, სასულიერო პირების თვითნებური გადაწყვეტილებით დაგებულ ძვირადღირებული მარმარილოს იატაკს აყრიან. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ამაზე თანხმობა რუის-ურბნისის ეპარქიის წინამძღვარმა, მეუფე იობმა განაცხადა.

საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველეს ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მუზეუმების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება მუზეუმის პერსონალისა და ვიზიტორებისთვის, უკვე შემუშავებულია და მათ დღის განმავლობაში მიეწოდებათ.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაღვარევის ეკლესიის მახლობლად უკანონო მშენებლობა შეაჩერეს. ნაგებობა, რომელიც ხადას ხეობაზე გამავალი გზის მშენებელი კომპანიის მუშათა კორპუსი უნდა ყოფილიყო, საძირკვლის დონეზეა ამოყვანილი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში ადგილობრივებმა, გზის გაფართოების სამუშაოების წარმოებისას, აღმოაჩინეს თლილი დეკორირებული ქვებით ნაშენი ფურნეები, რომლებიც ერთმანეთის გასწვრივ დაახლოებით ექვსი მეტრით დაშორებული საცხობებისგან შედგება. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა გამოცემა „სამხრეთის…

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის მცხოვრებლებმა, საზაფხულო საძოვრებზე გადარეკვის წინ, საქონელი ფერადი საღებავებით შეღებეს და ჭრელი აქსესუარებით მორთეს. ტრადიციული რიტუალი, რომელიც ახლახანს შესრულდა, ფოტოებზე ორგანიზაცია GBDC Fert-მა აღბეჭდა.

ზემო სვანეთში, ლახამულას წმინდა გიორგის ეკლესიაში დაცულ მე-12 საუკუნის სახარებას, ეროვნული არქივის ლაბორატორიაში რესტავრაცია ჩაუტარდება. 8 საუკუნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ოთხთავი სვანეთს დატოვებს.

საჩხერე-ონის საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოები რაჭაში, სოფელ ბოყვასთან შეჩერებულია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მშენებელ კომპანიას არქეოლოგიური ობიექტის დაზიანებაში ადანაშაულებს. სააგენტოში განაცხადეს, რომ „ნიუ როუდმა“ დაარღვია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, სამუშაოებს იქვე…

ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი რეზო ესაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]