საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში სტუდენტების საშემოდგომო მიღება დაიწყო. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტების რეგისტრაცია 2-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. კოლეჯის ადმინისტრაცია მსურველებს ევროპული ხარისხის პროფესიულ განათლებას სწავლების დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება) მეთოდითა…
ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყო და განათლების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ყალიბდება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე იქნა მიღებული.
ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე „დინამო თბილისსა“ და „საბურთალოს“ შორის მატჩი გაიმართა. ფეხბურთელებმა თამაშის დაწყებამდე გენიალური ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის სხოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ამასთან, სტადიონზე გია ყანჩელის ერთ-ერთი ცნობილი…
კახა კახიშვილი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო, სამართლებრივ საკითხებში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მრჩევლად დაინიშნა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის, შოთა ჭიჭიაშვილის ლიკვიდიაციას ეხმაურება. სააკაშვილის თქმით, ჭიჭიაშვილი უკრაინაში სპეცდავალებით იმყოფებოდა და მისი გარემოცვის წევრების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ავთანდილ გალდავა დაინიშნა. მან ნიკოლოზ დიასამიძე შეცვლა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2018 წლის მარტიდან მუშაობდა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 23 წლის მამაკაცს, რომელსაც ბრალად 15 წლის გოგოსთან სექსულაური კავშირი ედება.
უკრაინაში, კიევის ოლქში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილი მოკლეს. ინფორმაცია „რეგინფოს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ბათუმში, თავდადებულის ქუჩის 48 ნომერში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მდებარეობს, შენობის რვა სართული შესაბამისი ნებართვის გარეშე ააშენეს. სამუშაოები მეცხრე სართულის ასაშენებლადაც მიმდინარეობდა, თუმცა დღეიდან ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.
თელავის N17 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალმახელიძემ თანამდებობა დატოვა. კალმახელიძის განმარტებით, ოჯახური ვითარების გამო, ქვეყნიდან დროებით მიდის.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11