საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს დღეს, 6 ოქტომბერს ეწვევა. შტაინმაიერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც შედგება შეხვედრები პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ვალდებული არ არის, მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალებაზე განმარტება გააკეთოს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ შეიწყალა არასრულწლოვანზე ძალადობისთვის მსჯავრდებული.
„თბილისობის“ დასკვნით ღონისძიებაზე 2019 წლის საპატიო თბილისელები დაასახელეს. ეს წოდება ნიკო ლეკიშვილს მიანიჭეს, რომელიც 1993 - 1995 წლებში თბილისის მერი იყო.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში 26 წლის კაცი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა. დაჯილდოების ღონისძიება 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს გაიმართა.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე „რუსთავი 2“-ის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. მელაძემ, რომელიც „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო, განაცხადა, რომ გამოძიების მიზანი კრიტიკული მედიის დაშინებაა.
იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი: 1973 წელს დაბადებული კ.ო. და 1960 წელს დაბადებული გ.ო. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.
„შმაქსები“ ქუჩაში ჯერ არ გამოჩენილან, თუ კი გამოჩნდებიან, აუცილებლად „მიიშმაქსებიან“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ კომპანია „შმაქსის“ დაფუძნებასთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრს, ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ თამთა თოდაძემ ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ისაუბრა.
2014 – 2017 წლები სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ დაასრულა ზარალით, რაც ჯამში 76 708 726 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში. 2014 – 2017 წლებში კომპანიის ხელმძღვანელი სულხან…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11