საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
კიევის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ბაზრობა „ტროეშჩინაზე“ მომუშავე არალეგალი მიგრანტები გამოავლინეს და დააკავეს. მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან, თუმცა რამდენი - უცნობია.
ყვარელში, საქართველოს პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომლებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ყვარლის მერიის განცხადებით, მატჩი შედგა სპორტულ-კულტურული კვირეულის ფარგლებში, რომლის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყარო ბანგლადეშში, ბალუხალში გააკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას მაჩალიკაშვილების ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი ავრცელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, სკრიპალების საქმის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აამოქმედებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ახალი სანქციები ძალაში ამ თვის ბოლომდე შევა და მინიმუმ 12 თვე იმოქმედებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა. მანამდე, ეს თანამდებობა კახაბერ ქემოკლიძეს ეკავა, რომელიც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად გადაიყვანეს.
ქობულეთში, პეტრას ციხეზე, ღია ცის ქვეშ დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GR Fest-ი გაუქმდა და სავარაუდოდ, სხვა ადგილზე ჩატარდება. ფესტივალის ორგანიზატორების განმარტებით, ამის მიზეზი სასულიერო პირებისა და მათ მიერ ანგაჟირებული ადგილობრივი…
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 2 აგვისტოს, არაკონსტიტუციურად სცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსების ის მუხლები, რომლებიც პატიმრობას ითვალისწინებდა ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომლებიც არ იწვევენ სწრაფ მიჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას.
„საქართველოს მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს. ლარის კურსის გამყარების ტენდენცია ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატურია“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11