weather cur horoscope tv
მაისი 19, 2024

მახინჯაურში, ზღვაში შესული 29 წლის კაცი მაშველებმა დრონის დახმარებით გადაარჩნიეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი მაცხოვრებელი ზღვაში 3-ბალიან შტორმის დროს შევიდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

თბილისში პარლამენტის შენობის წინ, 20 ივნისიდან, მიმდინარე საპროტესტო აქციის -„სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, აქციის მთავარი თარიღი 20 სექტემბერი იქნება.

გარემოს დაცვისას, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებენ. შესაბამისი კანონი ძალაში პირველი აგვისტოდან შევიდა. კომპენსაცია ვრცელდება კანონის ამოქმედებამდე მომხდარ შემთხვევებზეც.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამბროლაურში, დაუყოვნებელი რეაგირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი დღეს დილიდან განთავსდა.

გონიოში, ზღვაში ბანაობის დროს 30 წლის კაცი დაიხრჩო. შემთხვევა შტორმის დროს მოხდა. მაშველებმა ახალგაზრდა ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საქმე ეხება, 2017 წლის 23 დეკემბერს, თბილისში, პოლიციის მიერ ზვიად რატიანის ადმინისტრაციულ დაკავებასა და…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი ცვლილებები წარადგინა. თალაკვაძის თქმით, მმართველ გუნდს სურს „პოლიტიკური სისტემა მონაწილეობისთვის გახსნას, რათა მომავალში საქართველოში პოლიტიკა იყოს უფრო დემოკრატიული,…

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კათოლიკოს-პატრიარქის საკვირაო ქადაგებისადმი გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება. ილია მეორემ გუშინ დედის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა“.

ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის ექსპორტის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში 47.2 მილიონი ბოთლი (0.75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე…

საქართველოს რკინიგზა ეხმაურება რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ხელფასების 50%-ით მომატების მოთხოვნით 4800 თანამშრომელი გაფიცვას აპირებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა ან/და განხილვა არარეალური, პოპულისტური საკითხია, „ვინაიდან თითოეულმა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]