weather cur horoscope tv
მაისი 24, 2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1968 წელს დაბადებული ზ.ც., ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, დუშეთში დააკავეს. გამოძიების ვერსიით, დაკავებული მისი პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილ „მეტადონს“ სისტემატურად ასაღებდა.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, კახაბერ ქემოკლიძე დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მოაწერა ხელი.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სურკოვი რაულ ხაჯიმბას შეხვდა.

შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ლარი წამოვა ქვემოთ და ეს მოხდება უახლოეს დღეებში, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. მაჭავარიანის თქმით, ეროვნული ვალუტა არაბუნებრივად, ზედმეტად არის გაუფასურებული და…

ურეკსა და შეკვეთილს შორის, კაპროვანის სანაპიროზე, ზღვაში ბანაობისას ორი ადამიანი დაიხრჩო. მათ შორის, ერთი 12 წლის ბავშვია, მეორე კი, ახალგაზრდა ქალი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ლარის კურსის გაუარესება 20 ივნისის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია.

ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად საქართველოდან დიმიტრი ცინცაძის ფილმი „შინდისი“ იბრძოლებს. გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრით მიიღო.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9718 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9507 ლარი იყო.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ილია ბერუაშვილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის ნაკვეთს საკუთრებაში არ ურეგისტრირებს. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, უწყება სასამართლოში დავობს, რომ ეს ტერიტორია ოკუპირებულია.

კერძო მულტიპლექს ოპერატორის, „სტერეო პლუსის“ განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეროვნული მაუწყებლობიდან გათიშვის საკითხი დღის წესრიგიდან ამოღებულია. როგორც კომპანიაში განმარტავენ, „რუსთავი 2“-მა მათ ანგარიშზე თანხა ჩარიცხა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]