საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
მუშა, რომელიც ზუგდიდში, ჭის გაწმენდისას ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოჰყვა, გარდაიცვალა. „ლაივპრესის“ ინფორმაციით, 72 წლის მამაკაცის ამოსაყვანად მაშველები 13 საათზე მეტხანს მუშაობდნენ. ცხედარი გვიან ღამით, ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
ანანურის არქიტექტურული კომპლექსის ცალკეული არეალები ტურისტული ჯგუფებისთვის დაიკეტება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ეს გადაწყვეტილება სპეციალურად შექმნილმა კომისიამ უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ძეგლთა დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე მიიღო.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ელგუჯა ბაგრატიონს აღკვეთის ღონისძიების სახით, 4000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დღეს გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრიდან მანანა საღლიანის გათავისუფლებას ეხებოდა.
ეროვნული ბანკის თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.9507 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9346 ლარი იყო.
„ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ, თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი, დამოუკიდებლად“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ გამოცემა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთზე, მრევლისა და ტურისტების გადაადგილებაზე დროებითი შეზღუდვაა დაწესებული. გარდა ამისა, გაზრდილია აზერბაიჯანელი და ქართველი მესაზღვრეების რაოდენობა.
გურჯაანში, კურორტ ახლატას ტერიტორიაზე, 22 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს. მომხდარის შესახებ პოლიციას გამვლელმა შეატყობინა.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2019 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება. ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და სანადირო…
ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე, ჭაში ჩავარდნილი 72 წლის კაცის გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც დაქირავებული მუშა ჭას წმენდდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11