weather cur horoscope tv
მაისი 24, 2025

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ვალუტის გაუფასურებას საგარეო შოკებით და ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემცირებით ხსნის. გვენეტაძის თქმით, ლარის გაუფასურება, სავარაუდოდ, დიდხანს არ გაგრძელდება.  

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი „ახალი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, თამთა შამათავას მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ეხმაურება.

თანამედროვე პოპ-მუსიკოსის, Jessie J-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 6 აგვისტოს, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“-ს ბაქანზე გაჩერდება.

ტურიზმის სფეროს განვითარების მიზნით, საირმეში ტურიზმის სკოლა გაიხსნება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულება რეგიონული ჰაბის როლს შეასრულებს და წელიწადში მოამზადებს 200 ახალგაზრდას, რომლებიც ავტომატურად დასაქმდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში, პოლიციამ 5399 შემაკავებელი ორდერი გამოსცა, საიდანაც შეკავების პირობები 144-მა პირმა დაარღვია.

თბილისში მოძრავი N42 მიკროავტობუსის მძღოლს, რომელიც სამუშაოს შესრულების დროს სიგარეტს ეწეოდა, დამსაქმებელმა კომპანიამ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი თვის ვადით შეუჩერა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ტვერის ოლქის ქალაქი ტორჟოკი ადგილობრივმა ხელისუფლებამ პატრიარქ კირილეს ვიზიტამდე მოაწესრიგა. ერთ-ერთ სამანქანო ხიდზე ასფალტის თხელი ფენაც დააგეს, რომელიც პატრიარქის წასვლიდან მალევე აყარეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყეს. დიზელის საწვავში ცეტანის რიცხვის, სიმკვრივის, გოგირდისა და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილის შემცველობის დადგენის მიზნით, ქვეყნის…

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ავიამიმოსვლა შეუძლებელია, რადგან ეს საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ სამშენებლო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენის ვადა გაუხანგრძლივა. ახალი თარიღი 2019 წლის 31 დეკემბრის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]