საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემის სოფელ მურყმელში ჩარქსელიანების საგვარეულო კოშკის ზედა ნაწილი ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ფოტოგრაფმა მინდია ჩარქსელიანმა გუშინ გაავრცელა.
საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრები ბექა ღვინიაშვილი (90) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) ზაგრების გრან-პრის გამარჯვებულები გახდნენ. ზაალიშვილმა ფინალში რიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა დაამარცხა.
დაბა ლენტეხში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც ლენტეხის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა „რეგინფოს“ უთხრა, ოთხი მამაკაცი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გუშინ შეიყვანეს. მათგან ერთი - 62 წლის,…
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ორი დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგული 18 წლის ლევან შაბალაიძის ძებნის სამუშაოები გრძელდება. ამის გამო, სოფელ ლეჩურიდან ომალომდე მოძრაობა აკრძალულია.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება იტალიის მთავრობას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ იტალიაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა, მაურო მურჯამ განაცხადა.
მაშველებმა ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი მეექვსე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.
„ჰესმა შემაკავებელი ეფექტი მოახდინა და სტიქიის მასშტაბები დიდწილად შეამცირა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სვანეთში, მდინარე მესტიაჭალის ხეობაში 25 ივლისს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით.
ტრადიციული სახალხო დღესასწაული „თუში მეცხვარის დღე – თუშეთობა“, რომელიც სოფელ ომალოში 3 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო გაუქმდა. ამის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თუშეთის გზაზე გუშინ მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
შეკვეთილში, მშენებარე სასტუმროს მეხუთე სართულიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი მათგანი, 60 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11