weather cur horoscope tv
მაისი 24, 2025

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) მიიჩნევს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის პარლამენტის შენობის წინ კარვის დადგმის აკრძალვით კანონი ირღვევა. EMC თბილისის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განმარტებას ითხოვს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრი აქტიურად მიმდინარეობს. პროგრამა ვენახების ფართობების აღრიცხვას, მევენახეთა რეგისტრაციას და პასპორტიზაციას, სპეციფიკური ზონების საზღვრების დაზუსტებას, მევენახეთა და მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის სუბიექტების საანკეტო მონაცემების და ვენახებში გაშენებული ვაზის ჯიშობრივი…

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBC PLC) ადასტურებს, რომ 24 ივლისს საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ჯგუფის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობები.

„გურჯაანი და თელავი შევარიგეთ!“ – ამ წარწერით ფოტო სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა. ფოტოზე ის გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების მერებს, არჩილ ხანდამაშვილსა და შოთა ნარეკლიშვილს შორის დგას.

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომთან ავტომობილი სამანქანო გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის უფლებას აღარ აძლევენ, როგორც მას პოლიციელებმა განუმარტეს, მერიის მიერ დაგეგმილი…

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებას. საელჩოს შეშფოთებას გამოთქვამს „ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან…

აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებელი „მიგ-29“ გუშინ საღამოს, გეგმიური საწვრთნელი ფრენის დროს, რადარებიდან გაქრა. რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავმა სავარაუდოდ ავიაკატასტროფა განიცადა და კასპიის ზღვაში ჩავარდა.

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ სოფელ კორხში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – XIX საუკუნეში აშენებული სომხური ეკლესიის უკანონო რესტავრაციის საქმეზე, ადმინისტრაციული წარმოება არასაკმარისი მტკიცებულებების გამო შეწყვიტა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]