საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქოში მიმდინარე ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზა. პირველი ოქრო საქართველოს 17 წლის ნიკა ბაჩიაშვილმა მოუტანა, რომელმაც 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ფინალში რუმინელი ალექსანდრუ მატეი ვაზარით დაამარცხა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში ტყით უკანონოდ სარგებლობის ფაქტები გამოავლინეს.
საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებისთვის 600 000 ევრომდე თანხას გამოყოფს. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ხელმოწერილი დადგენილების თანახმად, მთავრობა რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ბილეთებს მგზავრზე…
თბილისში, გურამიშვილის გამზირის 78 ნომერში, საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულზე ორი კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მოკლულები 20 და 21 წლის ბიჭები არიან.
გორში, სატვირთო ავტომანქანიდან გადმოვარდნილი მუშა კლინიკა „გორმედში“ გარდაიცვალა. 57 წლის მამაკაცი „ზილის“ მარკის ავტომანქანიდან გუშინ, 22 ივლისს, იმ დროს გადმოვარდა, როდესაც „რეგიონ ფეშენ ვიქის“ ბანერი გადაჰქონდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე…
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სომხეთის რესპუბლიკის უძრავი ქონების კადასტრის კომიტეტის დელეგაცია ეწვია. კომიტეტის წევრებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ივანე ცარციძე და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მარი ხარძიანი შეხვდნენ.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახმულასთან, ავტომობილი ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე შეცვალა ლონდა თოლორაია, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორად იქნა არჩეული.
„რაც პროკურატურამ დღეს გააჟღერა აბსოლუტური აბსურდია და მე ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში ვართ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც გენერალურ პროკურატურაში მივიდა.
ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნანა ლეჟავამ თანამდებობა დატოვა. ის აღარც „ქრონიკის“ მთავარ გამოშვებას წაიყვანს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11