საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დღეს დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილია. ამის შესახებ ინფორმაციას მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა დამოუკიდებელმა ორგანომ, Ofcom–მა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ტელეკომპანია Russia Today ორასი ათასი ფუნტი სტერლინგით დააჯარიმა მაუწყებლობის წესების დარღვევის გამო.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9321 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9171 ლარი იყო.
ეროვნული სანავიგაციო მონაცემთა ბაზის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში საველე-აღწერითი სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლის ტიპის დასახლებებში მიმდინარეობს.
„თიბისი“ ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან და ბადრი ჯაფარიძემ გადაწყვიტეს, ანაკლიის პორტის პროექტის მმართველ საბჭოში თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები დატოვონ. როგორც ჯაფარიძემ განმარტა, შეუძლებელია მოლაპარაკებები აწარმოონ ბანკებთან იმ…
„თიბისი“ ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდნენ, სადაც მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილება. პროკურატურა თითოეული მათგანისთვის მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გურჯაანში ყოფნის დროს ატმის კრეფაში მიიღო მონაწილეობა და ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით დვალის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასა და „რუსთავი 2“ საკითხზე მის აქტივობას შორის კავშირს ხედავს.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელიც წელს მესამედ, 12 ოქტომბერს გაიმართება, 200-ზე მეტი მონაწილე ეყოლება.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში მორიგი ვიდეო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის ნაკრძალში ჩაწერა და უცხოელებს ამ ადგილის მონახულება ურჩია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11
reginfo.ge@gmail.com