weather cur horoscope tv
ივლისი 13, 2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა უარყოფს, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალის წარდგენა ბიზნესზე ზეწოლაა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი ნარინე გინოსიანი, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ სახალხო დამცველს მიმართავს.

განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტებმა, რომლებმაც ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, ვერ შეძლეს ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობა, სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებში, სასურველ…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენა არ უკავშირდება ხაზარაძის მიერ პოლიტიკური გეგმების შესახებ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას.

თბილისში, სხვა ქალაქებიდან ჩასული საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას ვერ შეძლებს და სპეციალურად დადგენილ სადგურებზე გაჩერდება. ამის შესახებ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენს. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის.

რუსი მოკრივე, 28 წლის მაქსიმ დადაშევი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორთაბრძოლის დროს მიღებული ტრავმის შედეგად დაიღუპა. სააგენტო „ტასს“-ის ინფორმაციით, მოკრივეს „გულმა ვერ გაუძლო“.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს, არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჩუსტები მიიტანა.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების განცხადებით, ტელეკომპანიის ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის განცხადება „აღარ ტოვებს ილუზიას, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თავისუფალი სიტყვა და პროდასავლური ორიენტაციის მქონე არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა“.

23 ივლისს თურქეთიდან საქართველოში მატარებლით პირველი სატვირთო რეისი შესრულდა. შემადგენლობა თურქეთში, ერზრუმთან მდებარე ლოგისტიკური ცენტრიდან ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით იმოძრავებს. ეს არის საქართველოს დანიშნულებით რამდენიმე ათასი ტონა თურქული ტვირთის პირველი სატესტო გაშვება.…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]