საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„პანკისის სახალხო კრება“ განცხადებას ავრცელებს სათემო რადიოს ეთერში ერთ-ერთი რესპონდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც „სახალხო კრების“ მიზანი შარიათის გარშემო პანკისის გაერთიანება იყო.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე პარტნიორთა კრებაზე არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დააყენებს. ამის შესახებ ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
ბათუმში, კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის პროექტის პრეზენტაციაზე, იმ დროს როდესაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე სიტყვით გამოდიოდა, ბანერი ჩამოვარდა. მინისტრის მოადგილემ განზე გადგომა მოასწრო და…
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ვენახში ხანძარი გაჩნდა. როგორც „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა, გიორგი ბერიძიშვილმა უთხრა, წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით ნახევარი ჰექტარი.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, საქართველომ თავის დროზე აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა, სამხრეთ ოსეთში კი გენოციდი მოაწყო. როგორც პუტინი ამბობს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთი „უბრალოდ იძულებული იყო ეღიარებინა ამ…
რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას არ გამორიცხავს. სააგენტო „კომერსანტს“ ამის შესახებ წყარომ განუცხადა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს.
ვარკეთილში, სამხედრო დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში წუხელ ხელყუმბარა შეაგდეს. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთს გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.
დამოუკიდებელი რუსული ტელეარხის, „დოჟდის“ (Дождь) წამყვანმა, დარია პოლიგაევამ 9 ივლისის მთავარი საინფორმაციო გამოშვება ქართული ღვინის თანხლებით წაიყვანა. გადაცემაში მან საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე ისაუბრა, რაც რუსეთში ქართული ღვინის შეტანის აკრძალვასაც…
„უკანასკნელ დღეებში ცხადი ხდება, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად ეს ტელევიზია მზად არის მრავალ ადამიანს, მთლიანად საქართველოს შეუქმნას პრობლემები“, – აცხადებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრეს-სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ტელეკომპანია…
პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები უახლოეს დღეებში მოსკოვში ჩავლენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დაწერა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11