weather cur horoscope tv
მაისი 21, 2025

„საქართველოში შექმნილი ყველა დადებითი მუხტის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა კვლავ იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევებისა და გამოწვევების წინაშე“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით…

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალქალაქის მონაკვეთზე დასაქმებული მუშები ისევ გაიფიცნენ. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანია „დემირიოლსერვისს“ 60-ზე მეტი თანამშრომლისთვის ოთხი თვის ანაზღაურება აქვს გადასახდელი.

„ვრჩებით აღმოსავლეთ პარტნიორობისა და მიზნების ერთგულნი, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო. მზად ვართ ვაკეთოთ მეტი, თუმცა თქვენგანაც მეტია საჭირო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის XVI საერთაშორისო…

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ლარსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სომხეთის მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აბიტურიენტებს მოუწოდებს, არ წამოეგონ სარეკლამო შეთავაზებას, რომლის თანახმადაც, აბიტურიენტებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეუძლიათ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის დირექტორი ვერც მეორე კონკურსის შედეგად აირჩია. კენჭისყრა 10 ივლისს გაიმართა, თუმცა მეორე ტურში გადასული ორი კანდიდატიდან, დირექტორობისთვის საჭირო 3 ხმა ვერცერთმა…

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა. გადაწყვეტილება ახალგორის (ლენინგორის) რაიონულმა სასამართლოს მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ მიიღო.

ლაგოდეხში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი წელს მესამედ ჩატარდება. 20 ივლისს ფესტივალს თანამედროვე ბლუზის ვარსკვლავი, 2018 წლის საუკეთესო ბლუზ გიტარისტის ტიტულის მფლობელი კრის კეინი გახსნის.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ადა მარშანია გნერალურ პროკურორს მიმართავს კითხვით, რატომ არ არის დაპატიმრებული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანი გიორგი გაბუნია. მარშანია ამბობს, რომ ჟურნალისტმა ვლადიმერ პუტინის გინებით საზოგადოებასაც მიაყენა…

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლება გამორიცხული არ არის, თუმცა ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია, რამდენადაც, პესკოვის შეფასებით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს კვლავ ემუქრებათ საფრთხე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]