საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
აბაშის სასწრაფო დახმარების რაიონული სამსახური ახალ შენობაში განთავსდა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შენობა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და სრულად არის აღჭურვილი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომპიუტერული ინვენტარით.
„მინდა გირჩიოთ ყველას, გიყვარდეთ ერთმანეთი, ოჯახი, მეუღლე, შვილები. ეს დიდი მადლი და ძალაა“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
თელავის მუნიციპალიტეტში, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-15 კილომეტრზე, მდინარე სტორის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას მუშა, 1975 წელს დაბადებული მამაკაცი დაიღუპა.
სასამართლომ 1000-1000 ლარით დააჯარიმა მეხაკ და სლავა ხაჩატრიანები, რომლებიც ახალქალაქში, პოლიციასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო Jnews-ი ავრცელებს.
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გუბაზ სანიკიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უცხადებს და ითხოვს, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხოს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ყოფილი სახელმწიფო დროშა და საქართველოს ყოფილი სახელმწიფო გერბი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა. ამ ინიციატივით მას ჰერალდიკის საბჭომ მიმართა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში შს მინისტრის, გიორგი გახარიას იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 20 ივნისის აქციაზე პოლიციის მიერ ძალის გამოყენება „იყო მოგერიების ღონისძიება შტურმის, სახელმწიფოს…
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ეთანხმება შსს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლის დროს ძალის გამოყენება ლეგიტიმური და პროპორციული იყო.
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 21 ივნისს, გამთენიისას ქალაქში გადაადგილდებოდნენ ჯგუფები, რომლებიც არბევდნენ ქუჩებს და საფრთხეს უქმნიდნენ მოსახლეობას. როგორც გახარიამ თქვა, მათთან პირდაპირ კომუნიკაციაში იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი…
დღეს, 12 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად 10:00 საათიდან აღავლენს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11