weather cur horoscope tv
ივნისი 09, 2025

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტამა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს კენჭი უნდა ეყაროს, იკითხა, რატომ არ უჩერდებათ იმუნიტეტი პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც 20 ივნისს,…

20 ივნისის აქციის დაშლის დროს დაშავებულების საზღვარგარეთ მკურნალობას ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისის აქციის ღამეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის მედიკოსები ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას საქმეში იგივე მოწმეები ფიგურირებენ, ვინც ჩვენება დავით კირკიტაძის წინააღმდეგ მისცეს. ამის შესახებ კონდახიშვილმა „რუსთავი 2“-თან განაცხადა.

მესტიის მუნიციპალიტეტში, იდლიანის თემში 12 წლის ბავშვს იარაღი გაუვარდა. ტყვია მამამისს მოხვდა და დაიღუპა.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა, დიმიტრი დბარმა ე.წ. პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას მოუწოდა, მხარი დაუჭროს რუსეთს და ვიდრე საქართველოში ვითარება არ დასტაბილურდება და არ ნახავენ, რომ მათთვის „საფრთხეები“ აღარ არსებობს მდინარე…

„ბატონმა რომან გოცირიძემ თქვა გენიალური რაღაც - თმის ღერი არ ჩამომივადება თავიდან. ეს ვიცი ზუსტად“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე…

პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის მიმართვას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის თაობაზე.

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის ერთ-ერთი მოწმე ალექსი ბუიშვილია, რომელიც, მათივე თქმით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეა. „რეგინფოს“ ინფორმაციით, ალექსი ბუიშვილი ახმეტის პოლიციის…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

reginfo.ge@gmail.com