weather cur horoscope tv
მაისი 12, 2024

თბილისში, რიყეზე, მეტეხის ხიდთან რკინის კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც სამი ადამიანი სიმაღლიდან გადმოვარდა. მათგან ერთი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს მხარდასაჭერად სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს და უკრაინელებს მოუწოდებს, საზღვარგარეთ და ოკუპირებულ ყირიმში დასვენების ნაცვლად, საქართველოში გაემგზავრონ.

საქართველოს მეღვინეობის დარგის მარეგულირებელი ორგანო – ღვინის ეროვნული სააგენტო „როსპოტრებნადზორის“ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული ღვინის ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას.

შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია პარლამენტს მიმართავს და ითხოვს პლენარულ სხომაზე გამოსვლას. როგორც გახარიას წერილშია ნათქვამი, ის რუსთაველის გამზირზე, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრებს.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თანაშემწემ, მარიკა კირვალიძემ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ს ქვეყნების და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში მიწვეულია საერთაშორისო ფორუმზე - „პარლამენტარიზმის განვითარება“. კალაშნიკოვის თქმით, ქართულ დელეგაციას უსაფრთხოების გარანტიას…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ათ სამართალდამცველს, რომელიც 20-21 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლაში მონაწილეობდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა.

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ხელისუფლებას ოთხ მოთხოვნას უყენებს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა პირველი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა.

თიბისი კვლევების მიხედვით, ახლო პერსპექტივაში, რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, ზრდის ტემპი შემცირდება, მაგრამ ის მაინც პოზიტიური, დაახლოებით 5%-მდე იქნება, რადგანაც ტურისტული ნაკადი ევროკავშირიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან მკვეთრად…

თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „თიბისი ჯგუფის“ აქციონერებმა ლონდონში მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ხაზარაძე კვლავ აირჩიეს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ, ხოლო ბადრი ჯაფარიძე მის მოადგილედ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]