weather cur horoscope tv
მაისი 20, 2025

ვებგვერდ Manifest.ge-ზე აღარ იძებნება ელექტრონული პეტიცია, რომლის ხელმომწერები ითხოვდნენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა არ დატოვოს. პეტიცია 20 ივნისიდან პარლამენტთან დაწყებული საპროტესტო გამოსვლების საპირწონედ შეიქმნა, ვინაიდან დემონსტრანტების ერთ-ერთი…

საქართველოს სამბისტთა ნაკრებს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე მორიგი ოქროს მედალი ლევან ნახუცრიშვილმა მოუტანა.

„ეს აქციები შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ეს ხალხზეა დამოკიდებული. მე და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვმოქმედებთ“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სანდრა რულოვსმა, რომელიც პარლამენტთან აქციაზე შვილთან ერთად მივიდა.

სოციალურ ქსელ Facebook-ში ვრცელდება ფოტოები სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისა, რომლებსაც ცალ თვალზე ხელი აქვთ აფარებული. ამით ისინი სოლიდარობას უცხადებენ თბილისში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს და მათ, ვინც 20 ივნისის აქციის…

ახალციხელმა სამბისტმა ბექა ბერძენიშვილმა მინსკის ევროპულ თამაშებზე, ფინალში +100 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი, ბელარუსი იური რიბაკი 8:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მინსკში მიმდინარე რიგით II ევროპულ თამაშებზე ოქროს მედლის მფლობელი სოფელ კონდოლში მცხოვრები ვახტანგ ჩიდრაშვილი გახდა. ქართველმა სამბისტმა 57 კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა.

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ახალ ძალთა მოძრაობის“ კანდიდატებს არჩევნებზე რეგისტრაციაზე უარი უთხრა. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება ცესკომ 23 ივნისს მიიღო.

სტამბოლის მერის განმეორებით არჩევნებში ოპოზიციური „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა, ექრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა. მან მმართველი პარტიის კანდიდატი და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის უახლოესი მოკავშირე, ბინალი ილდირიმი დაამარცხა.

20 ივნისის აქციაზე დაკავებულები - ირაკლი ხვადაგიანი, ცოტნე ცხვედიანი და იოსებ თხელიძე თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო, თუმცა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, ხელისუფლება ამაღამ ტელეკომპანიის ძალადობრივ აღებაზე მსჯელობს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]