საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა. ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარს, ირაკლი ხვადაგიანს, რომელიც 20 ივნისს პარლამენტთან აქციაზე დააკავეს, სასამართლომ ცხრადღიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი თანამშრომელი დავით ჯიშკარიანი ავრცელებს, რომელიც სასამართლო სხდომას ესწრებოდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოში შექმნილი მდგომარეობა განიხილა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ კომენტარი პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
21 ივნისს ფრანგული სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონმა გასვლითი ვიზიტის მეშვეობით განახორციელა C ჰეპატიტის სკრინინგი. ვიზიტის ფარგლებში Socar Georgia გაზი-კახეთის ოფისის თანამშრომლებს ადგილზე გაეწიათ C ჰეპატიტის უფასო ტესტირება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილება. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, უმრავლესობის წევრები სწორედ თალაკვაძეს დაუჭერენ მხარს.
20 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით მე-8 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.
„პოლიციამ ბოლომდე, მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება. ვიდრე ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე, პოლიციელები საერთოდ არ განძრეულან. ისინი იდგნენ და იცავდნენ თავს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ 20-21 ივნისს,…
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, პარლამენტთან გუშინ გამართულ აქციაზე, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის, აქციის 305 მონაწილე დააკავეს.
„არ შემიძლია ხაზი არ გავუსვათ ქართული პოლიციის როლს, რომელმაც უმაღლესი თმენის ვალდებულება გამოიჩინა და ლეგიტიმური ძალა გამოიყენეს მხოლოდ უკიდურესად მძიმე ვითარებაში“, – თქვა კახა კალაძემ, რომელმაც ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური…
„მზად ვარ დავტოვო დეპუტატის მანდატი. მინდა ჩემ დუშელ, თიანელ და მოხევე ამომრჩეველს ბოდიში მოვუხადო იმიტომ, რომ მე მათთან არ შემითანხმებია ჩემი ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11