საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
მიმდინარე „კოპა ამერიკის“ გათამაშებაზე მე-3 ტურის მატჩები შედგა A ჯგუფში, სადაც პლეი-ოფის საგზურები მასპინძელმა ბრაზილიამ და ვენესუელამ გაიფორმეს, პერუს ნაკრები კი სხვა გუნდებზეა დამოკიდებული, რათა შემდგომ ეტაპზე თამაში შეძლოს.
რუსეთის ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა საქართველო სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მოუწოდებს, დაეხმაროს საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვაში.
საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსს“ ინტერვიუ მისცა. ჟურნალისტის კითხვაზე - რა იქნება მისი პასუხი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაზე, შეწყვიტოს ავიარეისები საქართველოსთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამან გავლენა არ უნდა…
ცნობილმა ქართველმა ჯაზ-მომღერალმა ნინო ქათამაძემ გუშინ, მოსკოვში, ფესტივალ Усадьба Jazz-ში მიიღო მონაწილეობა. კონცერტზე მისი გამოსვლის ფრაგმენტი ტელე-რადიო წამყვანმა ალექს დუბასმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
საფეხბურთო კლუბ „თბილისი ლოკომოტივის“ ფეხბურთელებმა, ოთო კობახიძემ და დავით ჯიქიამ პარლამენტთან 20 ივნისიდან დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეების მხარი დაუჭირეს და მატჩის მიმდინარეობისას ცალ თვალზე ხელი აიფარეს.
ქუთაისის მერმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციბერიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში, 20 ივნისს, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებული მოქალაქეები უხამსად მოიხსენია.
„რა უნდოდა, შტურმით რატომ იღებდა პარლამენტს? ასე რომ სამწუხაროდ ზოგს თვალში მოხვდა და ზოგს ტ...კში, არეულ ბრბოში ვერ განსაზღვრავ“ - ასე გამოეხმაურა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ…
საპროტესტო აქციების დაშლისას პოლიციას რეზინის ტყვიების გამოყენება რომ აეკრძალოს, ამ მოთხოვნით, პეტიცია შეიქმნა და ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს.
ისანში, გაჩერებაზე მიკროავტობუსის მძღოლი მოკლეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დამნაშავემ მძღოლი დანით რამდენიმე ადგილას დაჭრა. მძღოლი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ქართველი ძიუდოისტი, 26 წლის ლუხუმ ჩხვიმიანი ევროპული თამაშების ჩემპიონი გახდა. ამირან პაპინაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11