საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
კანადის დასავლეთ ნაწილში, ალბერტას პროვინციაში, ტყის ხანძრის გამო ცხრა ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიამ ათობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის.
„ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აცხადებენ, რომ პარლამენტის პლენარულ დარბაზში აღარ შეუშვებენ რუსეთის დუმის დეპუტატს, სერგეი გავრილოვს, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან უძღვებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას.
საფეხბურთო კლუბ „მილანს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. „როსონერიში“ გენუის „სამპდორიას“ ყოფილი თავკაცი მარკო ჯამპაოლო იმუშავებს და კონტრაქტის მიხედვით, მილანურ გრანდს 2 სეზონის განმავლობაში გაწვრთნის.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან უძღვება.
საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვება. გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან დეპუტატებს რუსულად მიმართავს.
ბრაზილიაში მიმდინარე „კოპა ამერიკაზე“ მეორე ტურის შეხვედრები შედგა B ჯგუფში, სადაც კოლუმბიამ მეორე გამარჯვებით გაიფორმა შემდეგი ეტაპის საგზური, არგენტინის ნაკრები კი ჯერაც მოუგებლადაა.
თბილისში, „რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა კაცს ფიზიკურად სავარაუდოდ იმის გამო გაუსწორდნენ, რომ საყურე ეკეთათ. პირველი არხის ინფორმაციით, ინციდენტს მათი ჟურნალისტი თეონა მანაგაძე შეესწრო, რომელმაც დაპირისპირება ტელეფონით გადაიღო.
ცნობილი ფრანგული ელექტრონული ჯგუფის, Cassius-ის წევრი ფილიპ ზდარი პარიზში ტრაგიკული შემთხვევით დაიღუპა. მუსიკოსის ახლობელთა თქმით, იგი ძველი შენობის მაღალი სართულიდან გადმოვარდა.
80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაის-გაენათის ეპარქია „ფეისბუქზე“ ავრცელებს. მათივე ცნობით, მიტროპოლიტი დილის 04:00 საათზე გარდაიცვალა. ცხედარი ბაგრატის ტაძარშია დასვენებული.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11