weather cur horoscope tv
მაისი 15, 2025

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების შემდეგ, დღეს მოსულმა სეტყვამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ნუკრიანიც დააზარალა. სოფელში მერის წარმომადგენელმა, რევაზ კრაწაშვილმა „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ ვენახები და ნაკვეთები დასეტყვილი არ არის.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მოადგილედ ალექსანდრე ტაბატაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მსოფლიო ბანკის შეფასების მისია ეწვია. შეხვედრას საჯარო რეესტრის თავმჯდომარე ივანე ცარციძე მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

ქალაქი თელავი და სოფლები შალაური, კისისხევი, ვარდისუბანი და კურდღელაური დაისეტყვა. როგორც „რეგინფოს“ თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა უთხრა, სეტყვით გამოწვეული ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვლადიმერ ჩაჩიბაია გუშინ, თავდაცვის ძალების დაარსებიდან 28 წლის იუბილეზე გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33-მა დეპუტატმა კი…

პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა წევრმა, ლევან კობერიძემ დატოვა. კობერიძის თქმით, პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად შს მინისტრის, გიორგი გახარიას დანიშვნას გამოეხმაურა. ტელეკოპანია „პირველთან“ ინტერვიუში ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ გახარია საბჭოს მდივანი შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნით…

„ეს არის ძალზედ ფაქიზი თემა. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა, პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობა და საზღვრის დემარკაცია მაქსიმალურად შესაძლებელ, მოკლე ვადებში უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომის…

11 მაისს, ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონში კონსულტაციებზე მიღებას გამართავს საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის (GeHRA) პრეზიდენტი და ევროპის გულის რიტმის ასოციაციის (EHRA) მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტი, არითმოლოგი გიორგი პაპიაშვილი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]