weather cur horoscope tv
მაისი 15, 2025

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აზერბაიჯანი უხეშად არღვევს საქართველოს საზღვრებს. ეპისკოპოსის თქმით, დავით გარეჯი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური დღეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. არსებული ინფორმაციით, სხდომა დახურული იქნება, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს.

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თბილისში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“, ლიანდაგებში ჩავარდა, გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სადგურზე მატარებლის შესვლის დროს მოხდა, რის გამოც მემანქანემ მატარებელის გაჩერება ვერ მოასწრო და მამაკაცი ქვეშ მოიყოლა.

თბილისში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“, ახალგაზრდა კაცი ლიანდაგებში ჩავარდა. ამ დროისთვის უცნობია, ცოცხალია თუ არა ის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მამაკაცის ამოყვანა ვერ ხერხდება, რადგან მატარებლის ქვეშაა მოხვედრილი.

საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მცხოვრებმა 85 წლის კაცმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. დაჭრილია კაცის მეუღლე.

„აზერბაიჯანი საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის სწრაფი დელიმიტაციის მომხრეა“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა.

საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ თემაზე აზერბაიჯანულ მხარესთან აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს. მათივე თქმით, გარკვეული დადებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

ეს იყო შეცდომა და ეს შეცდომა არის გამოსასწორებელი, რასაც ახლა ვაკეთებთ, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ 21 აპრილს, პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს კონკრეტულ გეგმას იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს პანკისის ხეობაში მომხდარი ინციდენტის ეფექტური დაძლევა“, – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმი არ ყოფილა შეყვანილი. მისი თქმით, ადგილობრივების აგრესიის შემდეგ გამოძახებული იქნა არა სპეცრაზმი, არამედ დამატებითი ძალები განსაკუთრებულ დავალებათა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]