weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7029 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7007 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0022 შეადგინა.

„არ მგონია, რომ ახლა რამე კიბერშეტევა იყოს. ვფიქრობ, თვითონ ქალბატონი სალომეა კიბერშეტევა ქვეყანაზე“, – განაცხადა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერზე“ გაზიარებულ პოსტთან დაკავშირებით დაწყებულ მოკვლევაზე.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც 15 აპრილს დაიწყო, დროებით შეჩერდა. საავრტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 25-ე კილომეტრზე ჩამოსული დიდი ზომის ლოდების დასაშლელად საჭიროა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება.

სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში იმყოფებოდა, სადაც „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მაღალი დონის მეორე საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. 

„ყველა ხელმრუდი საჯარო მოხელე, რომელიც გაბედავს, რომ საჯარო რესურსების პარაზიტად გადაიქცეს, უნდა მოხვდეს განსასჯელის სკამზე. ეს უნდა უზრუნველვყოთ, მაქსიმალური კოორდინაცია და თანამშრომლობა უნდა იყოს“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ,…

თელავის ცენტრალურ ქუჩებსა და სკვერებში ახალი სკამები დამონტაჟდა. მეტალისა და ხის კონსტრუქციის სკამებზე დატანილია წარწერა „თელავი“.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე კიბერთავდახმის შესაძლო ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს. სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, დაიწყება გამოძიება.

პანკისის სახალხო კრება, რომელიც პანკისელი უხუცესებისა და ახალგაზრდების გაერთიანებაა, მიმართავს ხელისუფლებას, საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რათა მონაწილეობა მიიღონ 21 აპრილს, პანკისის ხეობაში შექმნილი კრიზისის დაძლევაში. მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

16 ივნისს, Black Sea Arena-ზე პოპულარული ამერიკული მუსიკალური ჯგუფის, The Black Eyed Peas-ის კონცერტი გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იმ „ტვიტის“ გაზიარებაზე, სადაც დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]