weather cur horoscope tv
მაისი 15, 2025

ჰაერის დაბინძურების პრობლემა განსაკუთრებით მძიმეა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში. სეულის თავზე არსებული სმოგის შესასუსტებლად ხელისუფლება მკვეთრ ნაბიჯებს დგამს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ნუნუ ნემსიწვერიძის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე წინასწარ პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შუამდგომლობა არ განიხილა.

თელავის მირიან ცალქალამანიძის სახელობის ჭიდაობის დარბაზმა ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის მეშვიდე საკლუბო ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირი 2003-2005 წლებში დაბადებულ ძიუდოისტ ვაჟთა შორის გაიმართა, სადაც ქვეყნის 60 კლუბი მონაწილეობდა.

ცნობილ ირანელ ადვოკატსა და უფლებათა დამცველს, ნასრინ სოტუდეს ირანის სასამართლომ 33 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უფლებადამცველი ქალის განაჩენის შესახებ მისმა მეუღლემ, რეზა ხანდანმა განაცხადა.

ბრაზილიაში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის არიან ერთი ოჯახის წევრები, რომლებიც საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მოყვნენ.

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მესამე დღეს კვლავ დამარცხდა ლევან გორგაძე. ტოჩინოშინის სახელით ცნობილ ქართველ სუმოისტს ამჯერად კომუსუბის წოდების მქონე ჰოკუტოფუჯიმ სძლია.

ბრიტანელი კინორეჟისორი პიტერ ვებერი კომპანია „ნეტფლიქსის“ ისტორიული ჟანრის სერიალს გადაიღებს, მისი ასისტენტი კი სალომე კალანდია იქნება. ჟურნალ „თორმეტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სერიალი ქართველ ბიჭზეა, რომელსაც მოიტაცებენ და შემდეგ ეგვიპტეში მამლუქად…

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის, 35 წლის ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებული ბესიკ ტაკიძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მოსამართლე გიორგი…

გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე 8 მარტს მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით…

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრებისთვის საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. შვეიცარიასა და ირლანდიასთან მატჩებში მონაწილეობის მისაღებად ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]