weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მკვიდრი, 25 წლის ამირან ბორჩაშვილი დაიღუპა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ბორჩაშვილის ოჯახის წევრები სამძიმარს იღებენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ფონიჭალაში ორი ადამიანი - 21 და 23 წლის მამაკაცები საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ადვოკატის განცხადებით, პოლიციამ ორი საათით ადრე, სხვა ადგილზე მათი დედაც დააკავა. საქმე ნარკოდანაშაულს ეხება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის გადაწყვეტილებით, ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ახმეტის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 34 წლის ლევან ოღაძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. შემთხვევა სოფელ ნადუქნარში მოხდა. 

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის, ლევან ჩხაიძის განცხადებით, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი ბაგრატიონი არ არის. ადვოკატის თქმით, სანდო წყაროსგან იცის, რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა, რომლის მიხედვითაც ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში გვარად სიხარულიძეა.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ვიეტნამში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები გაიხსნება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა რიცხვს კიდევ ორი საელჩო მიმდინარე წელს დაემატება.

„საქართველოს მთავრობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების გამყოფი ხაზების გასწვრივ, ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ განხორციელებას იწყებს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელმაც გუშინ თანამდებობიდან გადადგომა არ გამორიცხა, განაცხადა, რომ ერთიანი გუნდის პირობებში მუშაობას აგრძელებს.

ჰაერის დაბინძურების პრობლემა განსაკუთრებით მძიმეა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში. სეულის თავზე არსებული სმოგის შესასუსტებლად ხელისუფლება მკვეთრ ნაბიჯებს დგამს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ნუნუ ნემსიწვერიძის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე წინასწარ პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შუამდგომლობა არ განიხილა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]