weather cur horoscope tv
მაისი 19, 2025

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე განსხვავებული აზრის მქონე სასულიერო და საერო პირებს მოუწოდებს, იყვნენ კორექტულები როგორც ერთმანეთთან მიმართებაში, ისე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ სანკტ-პეტერბურგის „ზენიტიდან“ ლეანდრო პარედესი დაიმატა. ტრანსფერის ღირებულებამ 40 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო არგენტინის ნაკრების წევრმა პარიზელებთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმსა და ჩაქვში მომხდარი ავტომობილების ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტები გახსნეს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ განმარტა დაანონსებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2019 წლიდან მე-11 კლასის, ხოლო 2020 წლიდან მე-12 კლასის გამოსაშვები გამოცდები უნდა გაუქმდეს.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2019 წლის საგაზაფხულო გაწვევა პირველი თებერვლიდან დაიწყება და 29 ივნისამდე გაგრძელდება. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ გამოსცა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 29 იანვრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 29 723 ტონა შეადგინა. გასული წლის ამავე პერიოდში საქართველოდან 23 122 ტონა მანდარინი იყო ექსპორტირებული.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და სვანეთში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ნენსკრა ჰიდროს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულია 1992 წელს დაბადებული ი.ს.

საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სავარაუდო გავრცელებას ეხმაურება და მას პოლიტიკოს ქალზე კიდევ ერთ თავდასხმად აფასებს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ასეთი კადრების გავრცელება არის დისკრედიტაციის მცდელობა,…

„პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ გუშინ, სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]