weather cur horoscope tv
მაისი 19, 2025

UFC 229-ის ორთაბრძოლის შემდგომ მომხდარი ინციდენტის გამო შერეული საბრძოლო ხელოვნების სპორტსმენები, ხაბიბ ნურმაგომედოვი და კონორ მაკგრეგორი დისკვალიფიკაციითა და ფულადი ჯარიმებით დაისაჯნენ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კუპატაძე სასაზღვრო პოლიციის უფროსის, თემურ კეკელიძის მოადგილედ დაინიშნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 19 წლის გოგო სავარაუდოდ ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცა. სამართალდამცავები გატაცებულს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის დღეს იპოვეს და სახლში დააბრუნეს.

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ბატიაშვილის თქმით, სამინისტროს ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია აქვს, თუმცა სხვადასხვა სფეროს სპეციალისტთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 28 პროცენტმა შეძლო პარლამენტში საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატის სწორად დასახელება.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით, ხალხის მიერ უნდა მოხდეს. ამ მოსაზრებას 85% ემხრობა, გამოკითხულთა 11% კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიონ…

ნიუ იორკში კვენტინ ტარანტინოს საკულტო ფილმებით შთაგონებული თემატური ბარი გაიხსნა, რომელსაც სახელად KillBar ეწოდა.

ფოთში, მდინარე რიონში მოზარდს დაახლოებით თვრამეტი საათია ეძებენ. 16 წლის ბიჭი აღმაშენებლის ხიდიდან რიონში გუშინ საღამოს გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ხიდის მოაჯირზე იდგა, რა დროსაც ფეხი დაუცდა.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2018 წლის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ექვსი საპრიზო კატეგორია მოიცავდა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ…

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე აზიის საფეხბურთო ჩემპიონატზე მეორე ფინალისტი გამოვლინდა. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ყატარმა მასპინძელი საამიროების ნაკრები ოთხბურთიანი სხვაობით გაანადგურა და ისტორიაში პირველად გავიდა აზიის თასის ფინალში.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]