საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც 2 აპრილს რუსთავსა და გარდაბანში გაიმართა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა გაიმარჯვა.
ლიეტუვამ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე უარი განაცხადა. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე თვის დასაწყისიდან ლიეტუვის გაზის ტრანსპორტირების სისტემა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის გარეშე მუშაობს.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს „აბსოლუტურად უნიკალური ურთიერთობა“ აქვთ. პესკოვმა ეს ტელეკომპანია „ბელარუს-1-თან“ ინტერვიუს დროს თქვა.
სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ მარნეულში, ძალადობრივი და პრორუსული ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისზე ანტისაოკუპაციო შინაარსის მასალები, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოები გააკრა.
თიანეთში, მესტიასა და ამბროლაურში დიალიზის თერაპია ხელმისაწვდომი გახდება. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ რაიონულ ცენტრებში უკვე არსებული სამედიცინო დაწესებულებები დიალიზის თერაპიისთვის საჭირო თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება და პაციენტებს პროფესიონალი მედპერსონალი მოემსახურება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, საგაზაფხულო გაწვევას ბოიკოტი გამოუცხადონ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მოსახლეობას დაპირდა, რომ ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ „იალჩინის“ მრავალსართულიანი კომპლექსი არ აშენდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ახალი ძლიერი შეტევებისთვის ემზადება და სამხედრო ძალების დონბასში და ხარკოვის მიმართულებით კონცენტრირებას ახდენს.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში გაემგზავრება. ამის შესახებ მისმა პრეს-მდივანმა დინა გასიევამ განაცხადა.
თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1992 წელს დაბადებული დ.ბ. და ამავე წელს დაბადებული გ.ჟ. დააკავეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11