weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა უპასუხა შეკითხვას, როგორია დეპარტამენტის პოზიცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული სოფლის ზემო არცევის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე, 35 წლის ლევან მაჩაბელი უკანონოდ დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკანონოდ დაკავებული პირი მოქმედი სამხედროა,…

კრემლის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებაზე განაცხადა, რომ საუბარია „სამხრეთ ოსეთის ხალხის აზრის გამოხატვაზე“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში სახლები ინგრევა და მიწას ჩააქვს. საცხოვრებლის გარეშე სულ მცირე 12 ოჯახი დარჩა. თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ სხვებიც.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა 2 დღიანი სესია ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ კახეთში გახსნა.

ქობულეთში, პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფის, „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისთან სამ ადამიანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისინი 5000-5000 ლარის გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ და პარლამენტის თავმჯდომარემ, ვალერი კვარჩიამ განაცხადეს, რომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს.

ოკუპირებული ცხნივალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი შესაძლოა მაისში ან ივნისში გაიმართოს. ამის შესახებ რუსეთის დუმის წევრმა, დსთ-ს ქვეყნების საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა…

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში ე.წ. „უზუნაშვილების" უბანში ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაროკოდან ელჩის გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. 30 მარტს, დღის ბოლოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩიც სამშობლოშია დაბრუნებული.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]