weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ნათლისღება თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.

გერმანიის ბუნდესტაგმა 18 იანვარს მიიღო მმართველი პარტიების მიერ ინიცირებული კანონი, რომლის თანახმადაც, გერმანია საქართველოს, ასევე ალჟირს, მოროკოსა და ტუნისს, „უსაფრთხო ქვეყნების სიაში“ შეიყვანს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლებშიც განხორციელდება და ამ მიმართულებით, დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ბახმაროს დაბის სტატუსი მიენიჭა

პარასკევი, 18 იანვარი 2019 21:45

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გურიაში ბახმაროს დასახლებას დაბის სტატუსი მიენიჭა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, წელს ბახმაროში ელექტრომომარაგების პროექტიც დასრულდება და 2400 ოჯახს მუდმივი ელექტროენერგია ექნება.

სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კრიტიკის გამო ჭყონდიდელ მთავარეპისკოპოს პეტრეს დაუპირისპირდა. დაახლოებით სამი კვირის წინ, „ციანიდის საქმეზე“ საუბრისას მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესიამ ვერ დაიცვა დეკანოზი გიორგი მამალაძე, ისევე…

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი - „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო…

„ჩვენი პრიორიტეტი და ორიენტირი მოსწავლე, მისი განვითარება და პედაგოგია, რომელიც ამას უზრუნველყოფს. არსებული სქემა კი ამის საშუალებას და შედეგს არ იძლევა, ის დღეს მხოლოდ ხელისშემშლელი ფაქტორია. მასწავლებლები გათავისუფლდებიან ბიუროკრატიისგან და…

„როცა ასეთი ტრაგედია მოხდა და ფაქტობრივად, მგლოვიარე სიტუაციაში ვართ, ნაცვლად იმისა, რომ დედაქალაქის მერი და მთავრობა მომართული იყვნენ, რომ პრობლემა აღმოიფხვრას, პრევენციულ ზომებზე ვიფიქროთ და პასუხისმგებლობები გაიაზრონ, მერს აქვს დრო…

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავა კვლავ ჭიანურდება. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, საქმის განხილვის გაჭიანურება სასამართლო გზით მუსლიმი თემის დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობას ართულებს.

ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ, იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]