weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ბათუმში ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია-მსვლელობა გაიმართა. დემონსტრაციის მონაწილეთა განცხადებით, ბათუმის პორტში გადაწყვეტილია ქიმიური ტერმინალის აშენება, რომელიც ქალაქს ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის.

ქართველი მეზღვაური, 23 წლის დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობის დროს დაიკარგა. მარშალის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან მეზღვაური 7 იანვარს გაუჩინარდა, თუმცა, როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ამის შესახებ მათ მხოლოდ 14 იანვარს…

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტის გარდაცვლილი თანამშრომლების - კოტე თოდუას, მორგენ ნიჟარაძისა და ჯემალ ქოჩუას ოჯახებს ღირსების ორდენები გადასცა. სამივე პოლიციელი 1992 წლის 9 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის…

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული გ.ჯ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ბინების გაქირავების ონლაინ პლატფორმა Airbnb ვებგვერდიდან წაშლის ინფორმაციას იმ საცხოვრებლების შესახებ, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარეობენ.

თბილისში, აფრიკის დასახლებაში 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. მისი გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 18 იანვარს მიმართა. იმავე დღეს ბიჭის ცხედარი თხრილში იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი თხრილში ჯართის შესაგროვებლად ჩავიდა, რა…

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. გრიგოლ ლილუაშვილი 2017 წლის დეკემბრიდან ვახტანგ გომელაურის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

თბილისში, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორ თანამშრომელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც გულგრილობას გულისხმობს.

კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა. მისი სიგრძე 7 კილომეტრზე მეტია და საათში 2800 მგზავრს მოემსახურება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს მარშრუტი ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს, მის გარშემო სათხილამურო გზაზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე…

„საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ყველაზე წარმატებული სამთო-სათხილამურო კურორტების მქონე ქვეყანა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კობი-გუდაურის ახალი, 7.5 კილომეტრიანი საბაგირო გზის გახსნისას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]