საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის, მამა კონსტანტინე ჭიჭარაულის მიერ მონასტრის დაკეტვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას მხარდაჭერას უცხადებს. როგორც ბესელია სოციალურ ქსელში წერს, მონასტერთან გარევაჭრობით გამოწვეული…
კენიის დედაქალაქ ნაირობიში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი მოკლეს, რამდენიმე კი დაჭრეს. პოლიციამ მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ალ-შაბააბის” სომალელმა მებრძოლებმა აიღეს.
საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა, მამუკა ბახტაძემ და ნიკოლ ფაშინიანმა 15 იანვარს, ბოლნისში არაფორმალური შეხვედრა გამართეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს კიდევ ერთხელ მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა.
მექსიკის ყოფილ პრეზიდენტს, ენრიკე პენია ნიეტოს ნარკობარონ ხოაკინ გუსმანისგან, იგივე „ელ ჩაპოსგან“ ქრთამის სახით 100 მილიონი დოლარის მიღებაში ადანაშაულებენ. როგორც მექსიკური მედია იუწყება, ექს-პრეზიდენტის მიერ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კრიმინალისგან…
საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის 1/32-ფინალში იტალიელი სტეფანო ტრავალია უმძიმეს ბრძოლაში 3:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3 დაამარცხა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მცხეთის ჯვრის მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს და ითხოვს, ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეთა საქმიანობას „ცივილური სახე“ მიეცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომისა და თელავის მუნიციპალიტეტებში 10 ადგილზე, საავტომობილო სიჩქარის მზომი 18 სექციური „ჭკვიანი“ კამერა ამოქმედდა. ე.წ. ჭკვიანი კამერები სამცხე-ჯავახეთში განთავსებულია შემდეგ ადგილებზე:
რაჭაში, კურორტ შოვის მიმდებარე ტერიტორიაზე მესამე დღეა დაკარგულ შოთა სამხარაძეს ეძებენ. ის ბოლოს 12 იანვარს, თოვლის ფესტივალზე ნახეს.
მცხეთის ჯვრის მონასტრის საძმო განცხადებას ავრცლებს, რომლითაც მრევლისა და ტურისტებისთვის მონასტრის დაკეტვის მიზეზებს განმარტავს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათი მხრიდან ეს უკიდურესი ფორმაა, რითიც უკანონო გარევაჭრობის პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სცადეს.…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11