weather cur horoscope tv
მაისი 21, 2025

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, თბილისში, დიდ დიღომში, ახალაშენებულ 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ბავშვი დაშავდა. გარდა ამისა, დაშავებულია სრულწლოვანი მამაკაციც.

საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ პროკურორი ნანა ხუნჯუა აირჩიეს. მან ხმათა უმრავლესობით (12 ხმა) ეს თანამდებობა 2 წლის ვადით დაიკავა. საბჭოს სხდომაზე ნანა ხუნჯუას გარდა, ადვოკატ ირმა ჭკადუას კანდიდატურა დასახელდა.

თბილისში, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა. მისივე თქმით, არიან დაშავებულებიც, რომლებიც სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიცე-პრემიერთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად მოქალაქეების დაშავების და ავტომობილების დაზიანების 17 ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სამინისტროს ცნობით, დაშავებულია ოთხი ადამიანი, რომელთა სიცოცხლესაც, მედიკოსების პირველადი ინფორმაციით, საფრთხე არ ემუქრება.…

ლონდონში მდებარე გალერეა Saatchi-ში ზურაბ წერეთლის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიცია ქართველი მხატვრის, მოქანდაკისა და არქიტექტორის სხვადასხვა პერიოდში შესრულებულ ნამუშევრებს გააერთიანებს.

„მეექვსე საუკუნიდან დღემდე მცხეთაში ჯვრის მონასტრის დაკეტვა ვერავინ, თვით შემოსეულმა მტრებმაც ვერ გაბედეს და ეს შეძლო ერთმა ჯიპიანმა მამაომ გარემოვაჭრეებთან წილების მოთხოვნის მოტივირებით“, – განაცხადა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა…

„მთელ რიგ შემთხვევაში, მე პირადად მიმაჩნია, რომ ამ ტანსაცმლის ტარება, სახის დაფარვა და ა.შ. ნამდვილად შეიძლება იყოს იძულებითი და მთელ რიგ შემთხვევებში, მიმაჩნია, რომ დისკრიმინაციულიც შეიძლება იყოს, თუმცა არ ვფიქრობ,…

„ნამდვილად გვაქვს ლიბერალური კანონმდებლობა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით და რა ინიციატივაც უნდა გამოითქვას, სახალხო დამცველი დაიცავს გამოხატვის თავისუფლების იმ ფარგლებს და იმ სტანდარტს, რაც დღეს გვაქვს საქართველოში“, – განაცხადა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]